• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
შეძლებს გალათასარაი ფლიკის გუნდის შეჩერებას?
ფეხბურთიფეხბურთი

შეძლებს გალათასარაი ფლიკის გუნდის შეჩერებას?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში სტამბოლის Rams Park-ი ნამდვილ საფეხბურთო ცეცხლს უმასპინძლებს - ოქან ბურუკის გალათასარაი ჰანსი ფლიკის ბარსელონას დაუპირისპირდება.


ორივე გუნდმა ევროტურნირები სრულიად განსხვავებულ განწყობაზე დაიწყო: თურქულმა კლუბმა სტუმრად სპორტინგთან 1:3 წააგო, ხოლო ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ფეიენოორდი 5:1 გაანადგურა.

მატჩის მთავარი ინტრიგა ბარსელონას საოცარ თავდასხმით პოტენციალსა და გალათასარაის დაცვის ხარვეზებში იმალება. კატალონიელები ბოლო მატჩებში საოცარ შედეგიანობასა და დომინაციას აჩვენებენ - ბოლო შეხვედრებში მათ 20-ზე მეტი გოლი გაიტანეს, მათ შორის ესპანეთის ჩემპიონატში 7:2 და 3:0 მოგებები ჩაიწერეს აქტივში. ნახევარდაცვაში როდრის, პედრისა და დე იონგის როტაცია ვითარებას სრულად აკონტროლებს, რაც შეტევაში მყოფ ფეხბურთელებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს.

თავის მხრივ, გალათასარაის დაცვის ხაზი სტაბილურობით ვერ დაიკვეხნის, რაზეც სპორტინგთან გაშვებული 3 ბურთი და შიდა ჩემპიონატში ტრაბზონსპორტთან 0:4 დამარცხებაც მოწმობს. თუმცა, სტამბოლელებს წინა ხაზში სწრაფი მოთამაშეების სახით საკმარისი რესურსი აქვთ იმისთვის, რომ კატალონიელების დაცვას პრობლემები შეექმნას, განსაკუთრებით საკუთარი ფანების ემოციური მხარდაჭერის ფონზე.

ტაქტიკური თვალსაზრისით, ბარსელონა ეცდება თამაში პირველივე წუთებიდანვე გააკონტროლოს, ხოლო გალათასარაი სწრაფ კონტრშეტევებზე დაიჭერს შანსს. თურქეთში თამაში ყოველთვის ურთულესია და მასპინძლებს გოლის გატანის რესურსი ნამდვილად აქვთ, თუმცა ბარსელონას მაღალი რეალიზაციისა და გალათასარაის დაცვითი პრობლემების გათვალისწინებით, ყველაზე მოსალოდნელი სცენარი და ზუსტი ანგარიშის პროგნოზი ბარსელონას გამარჯვებაა - 1:2.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
გალათასარაი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

90%-იანი ალბათობა - ითამაშებს თუ არა ვინისიუსი ბარსასთან?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

90%-იანი ალბათობა - ითამაშებს თუ არა ვინისიუსი ბარსასთან?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ვინ ჰგონია თავი?!“ - ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ლიონელ მესი მკაცრად გააკრიტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ვინ ჰგონია თავი?!“ - ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ლიონელ მესი მკაცრად გააკრიტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არ უნდა ველოდოთ დიდი სხვაობით მოგებას ატლეტიკო - მანჩესტერის მატჩში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არ უნდა ველოდოთ დიდი სხვაობით მოგებას ატლეტიკო - მანჩესტერის მატჩში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერ სიტი VS პსჟ - კვარაცხელია ეტიჰადზე სათამაშოდ მზადაა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერ სიტი VS პსჟ - კვარაცხელია ეტიჰადზე სათამაშოდ მზადაა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 სთ წინ

90%-იანი ალბათობა - ითამაშებს თუ არა ვინისიუსი ბარსასთან?

News image

20 სთ წინ

„ვინ ჰგონია თავი?!“ - ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ლიონელ მესი მკაცრად გააკრიტიკა

News image

1 სთ წინ

რატომ არ უნდა ველოდოთ დიდი სხვაობით მოგებას ატლეტიკო - მანჩესტერის მატჩში

News image

1 სთ წინ

მანჩესტერ სიტი VS პსჟ - კვარაცხელია ეტიჰადზე სათამაშოდ მზადაა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება