• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
შეიძლება გძულდეთ, მაგრამ არგენტინა ნამდვილი ჩემპიონია!
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

შეიძლება გძულდეთ, მაგრამ არგენტინა ნამდვილი ჩემპიონია!

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ეგვიპტის ნაკრებთან დრამატული გამარჯვების (3:2) შემდეგ, არგენტინის ნაკრები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.


ატლანტაში გამართული შეხვედრის ბოლო წუთებზე მოპოვებულმა გამარჯვებამ კორუფციისა და მფარველობის შესახებ ბრალდებები წარმოშვა, თუმცა რეალობა ისაა, რომ მოქმედმა ჩემპიონებმა უბრალოდ უდიდესი ბრძოლისუნარიანობა და ხასიათი აჩვენეს.

არგენტინა 67-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდა, მანამდე ლიონელ მესიმ პენალტიც გააფუჭა, თუმცა მატჩის მიწურულს, სულ რაღაც 14 წუთში, სამხრეთამერიკელებმა სასწაული მოახდინეს. კრისტიან რომეროსა და მესის გოლებს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ენცო ფერნანდესის გამარჯვების მომტანი თავური მოჰყვა, რამაც ლიონელ სკალონი და მესი ცრემლებამდე მიიყვანა.

ეგვიპტის ბანაკში კი ნამდვილი ისტერია დაიწყო. ფორვარდმა მუსტაფა ზიკომ და მწვრთნელმა ჰოსამ ჰასანმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ფიფას მესის ტურნირზე დატოვება სურს და ჩემპიონატი გაყიდულია. ისინი აპროტესტებდნენ მომენტს, როცა მათი გოლი ლისანდრო მარტინესზე ჯარიმის გამო გაუქმდა და მიიჩნევდნენ, რომ მუჰამედ სალაჰზე თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო. თუმცა, რეალურად, მარტინესზე მაისურის ქაჩვა და ფეხზე დაბიჯება აშკარა იყო, სალაჰის მომენტში კი ხულიან ალვარესმა ჯერ ბურთზე ითამაშა და კონტაქტიც მინიმალური გახლდათ. ეგვიპტელების ბრაზი უფრო იმ ქაოტურ დაცვას უნდა აბრალონ, რომლითაც ბოლო წუთებზე სამივე გოლი გაუშვეს.

არგენტინას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, განსაკუთრებით 2024 წლის კოპა ამერიკის შემდეგ ატეხილი რასისტული სკანდალისა და მოედანზე უხეში თამაშის გამო (ტურნირზე 60 ფოლის ფონზე მხოლოდ 3 ყვითელი ბარათი აქვთ).


მესის მიმართ ფიფას მხრიდან პრივილეგიებზე საუბარიც ლეგიტიმურია, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც დონალდ ტრამპის ჩარევის შემდეგ ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმებით მოხდა. თუმცა, კონკრეტულად ამ მატჩში, ფრანგი მსაჯების მხრიდან მიკერძოება არ ყოფილა.


სკალონის გუნდი მეოთხედფინალში შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება და მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩემპიონისთვის მთავარი შედეგია.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი 2026
argentina
მესი
მსოფლიო ჩემპიონატი
სკალონი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ო'რაილი: "ჰალანდის განცხადება ფსიქოლოგიური თამაშია"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ო'რაილი: "ჰალანდის განცხადება ფსიქოლოგიური თამაშია"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სადიო მანემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სადიო მანემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შეძლებს რომელიმე ნაკრები საფრანგეთის შეჩერებას?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შეძლებს რომელიმე ნაკრები საფრანგეთის შეჩერებას?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რაისი ნაკრებისგან იზოლირებულია - საფრთხე მეოთხედფინალამდე

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რაისი ნაკრებისგან იზოლირებულია - საფრთხე მეოთხედფინალამდე
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

6 სთ წინ

ო'რაილი: "ჰალანდის განცხადება ფსიქოლოგიური თამაშია"

News image

6 სთ წინ

სადიო მანემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

News image

5 სთ წინ

შეძლებს რომელიმე ნაკრები საფრანგეთის შეჩერებას?

News image

5 სთ წინ

რაისი ნაკრებისგან იზოლირებულია - საფრთხე მეოთხედფინალამდე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება