ჩელსის აკადემიის ყოფილი ფეხბურთელი ლამიშა მუსონდა სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა.
ის უკვე ორი წელია მძიმე დაავადებას ებრძვის.
„ცხოვრება სავსეა აღმავლობებითა და დაღმასვლებით და ვერავინ შეძლებს ბოლომდე გაიგოს ის ტკივილი, რასაც ადამიანი განიცდის.
ბოლო ორი წელი ჩემთვის განსაკუთრებით რთული და დამღლელი აღმოჩნდა. დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ვიბრძვი ჯანმრთელობის დასაბრუნებლად, რაც ხსნის ჩემს არყოფნას სოციალურ მედიაში.
მომიწია რეალობის მიღება: ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ახლა სიცოცხლისთვის ვიბრძვი. თქვენი დახმარება და ლოცვები ამ დროს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე და ჩემი ოჯახი ვიბრძვით და არ დავნებდები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
როგორც ხედავთ, ბედნიერება მქონდა ასეთი ლამაზი ახალგაზრდობა გამომეცადა… და ჯერ კიდევ იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელი. მაგრამ იმდენი შესანიშნავი ადამიანია, ვისთვისაც პირადად მადლობა უნდა გადამეხადა. ფიქრი იმაზე, რომ შესაძლოა ამის შანსი აღარ მქონდეს, გულს მტკენს.
მიყვარხართ ყველანი, ლამიშა." - წერს მუსონდა.
ლამიშა მუსონდა ანდერლეხტისა და ჩელსის აკადემიებში თამაშობდა, ბელგიის U21 ნაკრებში კი 9 მატჩი აქვს ჩატარებული. ლამიშა ასევე ლონდონური კლუბის ყოფილი მოთამაშის, ჩარლი მუსონდას უფროსი ძმაა.