ჩელსის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, ლიამ როსენიორის დანიშვნას გუნდის მთავარ მწვრთნელად.
ინგლისელმა სპეციალისტმა კლუბთან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც 2032 წლამდე იმოქმედებს.
როსენიორი სტემფორდ ბრიჯზე უცხოეთში მუშაობის გამოცდილებით მიდის, მან სტრასბურგი პირველივე სეზონში 19 წლის შემდეგ პირველად ევროპულ ტურნირებზე გაიყვანა. მანამდე კი ინგლისში მუშაობდა ჰალ სიტისა და დერბი ქაუნთიში.
პრემიერ ლიგაში გადასვლის შესახებ მან განაცხადა:
„დიდი პატივია, რომ ჩელსის მთავარ მწვრთნელად დავინიშნე. ეს არის კლუბი უნიკალური სულისკვეთებითა და ტიტულების მოგების მდიდარი ისტორიით.“
როსენიორმა ლონდონელთა თავკაცის პოსტზე ენცო მარესკა შეცვალა, რომელიც ახალი წლის პირველ დღეს ჩელსიმ გაათავისუფლა.
ვინ არის ლიამ როსენიორი? — გავიცნოთ მწვრთნელი, რომელიც ჩელსის ჩაიბარებს