ლონდონის ჩელსიმ ვინისიუსის წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები.
ბოლო დღეებში მედიაში გაჩნდა ცნობები, თითქოს ჩელსი მადრიდის რეალის ვინგერის სანაცვლოდ 135 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
El Chiringuito-ის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ლონდონურ კლუბში გადასვლის ვარიანტი ამ ეტაპზე არ განიხილება. მიზეზი ფინანსურია — ჩელსი არ არის მზად, დააკმაყოფილოს ვინისიუსის მოთხოვნები ხელფასთან დაკავშირებით.
მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ვინისიუსმა 19 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ვინისიუსს რეალთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება, ჯერჯერობით მხარეები გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან.