ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ვინ არის ლიამ როსენიორი? — გავიცნოთ მწვრთნელი, რომელმაც ჩელსი ჩაიბარა
ფეხბურთიფეხბურთი

ვინ არის ლიამ როსენიორი? — გავიცნოთ მწვრთნელი, რომელმაც ჩელსი ჩაიბარა

06 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

უახლოეს პერიოდში ლონდონის ჩელსის ახალი მთავარი მწვრთნელი ლიამ როსენიორი გახდა.

ამ სტატიაში შევეცდებით მოკლედ მოგიყვეთ, ვინ არის და რას წარმოადგენს 41 წლის ინგლისელი სპეციალისტი.

ლიამ როსენიორი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ინგლისელი მწვრთნელია, რომელმაც სწრაფად გაიკვალა გზა ევროპულ ფეხბურთში. სამწვრთნელო კარიერა მან ახალგაზრდულ დონეზე დაიწყო და ეტაპობრივად გადავიდა უფროსებშიც.

როსენიორმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ჰალში მუშაობის დროს, სადაც გუნდი ორგანიზებული, ინტენსიური და თანამედროვე ფეხბურთით ათამაშა. მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა, მისი გუნდი მაღალი ტაქტიკური დისციპლინითა და სტაბილურობით გამოირჩეოდა, რაც სპეციალისტის რეპუტაციას მნიშვნელოვნად დაეხმარა.

2024 წელს როსენიორი სტრასბურგის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ლიგა 1-ში მან გუნდი სწრაფად გადააწყო და აქცენტი ბურთის კონტროლზე, აქტიურ პრესინგსა და ახალგაზრდების განვითარებაზე გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ტიტულები ჯერ არ მოუგია, მისი მუშაობა მაღალი შეფასებით გამოირჩევა პროგრესისა და სათამაშო იდენტობის გამო.

როსენიორი ცნობილია ფეხბურთელებთან კომუნიკაციით, მკაფიო ტაქტიკური იდეებით და თანამედროვე მიდგომებით. სწორედ ეს თვისებები აქცევს მას საინტერესო კანდიდატად ჩელსისთვის, სადაც ტოდ ბოელის მოსვლის შემდეგ მუდმივად გრძელვადიან პროექტზე ფიქრობენ და მუშაობენ.

დღეის მოცემულობით ლიამ როსენიორს სამწვრთნელო დონეზე 153 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც მან 65 გამარჯვება მოიპოვა, 45-ჯერ ფრე ითამაშა და 43-ჯერ დამარცხდა. მისი გამარჯვებების პროცენტი კი 42.48%-ს შეადგენს.

უშუალოდ მის ამჟამინდელ კლუბ სტრასბურგს რაც შეეხება - მან 63 მატჩში 31 გამარჯვება მოიპოვა, 15-ჯერ ფრე ითამაშა და 17-ჯერ დამარცხდა.

მიმდინარე სეზონში სტრასბურგმა ლიგა 1-ში 17 მატჩი ჩაატარა (7 მოგება, 3 ფრე, 7 მარცხი) და გარკვეული პერიოდი მაღალ პოზიციებზეც იმყოფებოდა, თუმცა ბოლო 5 მატჩში გუნდს 3 მარცხი და 2 ფრე აქვს, რის გამოც ახლა მე-7 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

ლიამ როსენიორს სამმცველიანი ტაქტიკით უყვარს თამაში (3-4-2-1), რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია, ჩელსიც სწორედ ასეთი ტაქტიკით ათამაშოს.

ფეხბურთელად როსენიორი სამშობლოს არასდროს გაცდენილა — მისი კარიერა ბრისტოლ სიტიში დაიწყო, შემდეგ იყო ფულემი, ტორკი იუნაიტედი (იჯარა), რედინგი, იფსვიჩი (იჯარა), ჰალ სიტი და ბრაიტონი. პოზიციურად მას ფლანგის მცველად და ვინგერად შეეძლო თამაში და მთელი კარიერის განმავლობაში მან პრემიერ ლიგაში 9 სეზონი ჩაატარა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

პრემიერ ლიგა
ჩელსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

16 სთ წინ

დონარუმა: "პრემიერ ლიგა და მანჩესტერ სიტი — ჩემი კარიერის მწვერვალია"

News image

15 სთ წინ

უმძიმეს დანაშაულზე მიღებული პირობითი სასჯელი — პრემიერ ლიგის ყოფილი მსაჯის განაჩენი ცნობილია

News image

14 სთ წინ

დანი მერფი: "სოლსკიაერის დაბრუნება აბსურდია — რამდენიმე წლის წინ მას წასვლაში გადაუხადეს ფული"

News image

14 სთ წინ

სლოტი: "პრემიერ ლიგის ჩემპიონობა არის უკანასკნელი, რაზეც ახლა უნდა ვილაპარაკოთ"

კომენტარები

დონარუმა: "პრემიერ ლიგა და მანჩესტერ სიტი — ჩემი კარიერის მწვერვალია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი