მანჩესტერ სიტის მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს.
იტალიელი ფეხბურთელი მანჩესტერ სიტიში პსჟ-დან გასულ ზაფხულს გადავიდა.
„ეს არის მსოფლიოს საუკეთესო ლიგა. თამაშები გვერდიდანაც ფანტასტიკურად გამოიყურება, მაგრამ აქ თამაში კიდევ უფრო საოცარია. აქ, მანჩესტერ სიტიში, პრემიერ ლიგაში, ჩემი კარიერის მწვერვალს მივაღწიე.
აქ გადმოსვლა მინდოდა, რადგან მანჩესტერ სიტის შესახებ ყველანი ძალიან კარგად საუბრობდნენ და აქ მართლაც ვიპოვე ნამდვილი ოჯახი და ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ნამდვილი ოჯახური ატმოსფერო სუფევს.
ვგრძნობდი, რომ ჩემით ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ და ეს სასიამოვნო იყო. ის ფაქტი, რომ მანჩესტერ სიტისა და ისეთი მწვრთნელის, როგორიც პეპ გვარდიოლაა, მხრიდან ასეთი დიდი სურვილი არსებობდა ჩემი გუნდში ხილვის — დიდი სიამაყის მიზეზია. ნამდვილად ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ამ გუნდისა და ამ დიდი ოჯახის ნაწილი ვარ“, — თქვა დონარუმამ.