მანჩესტერ სიტი ოფიციალურად ადასტურებს ანტუან სემენიოს ტრანსფერს ბორნმუთიდან.
26 წლის ფეხბურთელმა ხელი 5.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა, რომელიც მას ეტიჰადზე 2031 წლამდე დატოვებს.
სემენიომ ბოლო პერიოდში შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა და პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ შემტევად ჩამოყალიბდა.
ის დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი სიტის შემადგენლობაში სათამაშოდ და ასევე ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს მომავალ სამშაბათს ნიუკასლთან გასამართ კარაბაოს თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში.
„ძალიან ვამაყობ, რომ მანჩესტერ სიტის შევუერთდი,“ - განაცხადა სემენიომ.
განელი ფეხბურთელი ქალაქელების შემადგენლობაში 42-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც თავის დროზე იაია ტურეს ეცვა.
„ეს იყო პირველი ნომერი, რომელიც ბრისტოლ სიტიში მივიღე, როცა პირველად მოვაწერე ხელი კონტრაქტს. შემდეგ კი ეს ნომერი ყოველთვის ჩემთან დარჩა. არჩევანი 42-სა და 24-ს შორის მქონდა, 24 ხელმისაწვდომი არ იყო, ამიტომ დავბრუნდი ჩემს პირველ ნომერზე. სწორედ ეს არის ამის შთაგონება.“
სემენიო ბორნმუთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდა. ალუბლები მის სანაცვლოდ 62.5 მილიონ ფუნტს მიიღებენ.
