VIDEO: პალინიას მაკრატელა და სემენიოს ბოლო გოლი ბორნმუთში - ალუბლებმა ტოტენჰემს მოუგეს
07 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 21-ე ტურში ბორნმუთი საკუთარ მოედანზე ტოტენჰემს დაუპირისპირდა.
მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა.
ამ 5 გოლში გამოსარჩევია ჟოაო პალინიას გოლი, რომელმაც 78-ე წუთზე ანგარიში 2-2 გახადა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა აკრობატული დარტყმით მოახერხა ბორნმუთის კარის აღება.
თუმცა ეფექტურმა გოლმა საბოლოოდ შედეგი ვერ გამოიღო და კომპენსირებულ დროში ბორნმუთმა 3 ქულის მოპოვება მაინც მოახერხა.
სიმბოლურია, რომ ალუბლებს გამარჯვება ანტუან სემენიომ მოუპოვა, რომელმაც ბორნმუთის რიგებში ბოლო მატჩი ჩაატარა და უკვე ხვალ მანჩესტერ სიტიში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
განელმა შემტევმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ერლინგ ჰალანდსა და იგორ ტიაგოს ჩამორჩება.