ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ანტუან სემენიო კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს.
დოკუმენტები ბორნმუთთან უკვე გაცვლილია და მხარეებს შორის შეთანხმება სრულად შედგა. ტრანსფერის ღირებულება £65 მილიონია.
სემენიო სამედიცინო შემოწმებას ხუთშაბათს გაივლის, რის შემდეგაც მანჩესტერ სიტისთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
სემენიომ პრემიერ ლიგის კიდევ ოთხი ტოპ კლუბის შეთავაზებების მიუხედავად, ქალაქელები აირჩია, რადგან პეპ გვარდიოლასთან მუშაობა სურდა.
განელი ფეხბურთელი ბორნმუთში 2023 წელს ბრისტოლ სიტიდან გადავიდა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.