ანტუან სემენიო დღეს, როგორც დაგეგმილი იყო, მანჩესტერ სიტიში 5.5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებამდე სამედიცინო შემოწმებას გადის, იტყობინება ინსაიდერი ბენ ჯეიკობსი.
ბორნმუთის ვინგერის ტრანსფერის ჩაშლის მცდელობა ლივერპულის მხრიდან არ ყოფილა.
ჯეიკობსის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტიმ ტრანსფერის ღირებულებაზე 64 მილიონ ფუნტზე შეთანხმდა (62,5 მლნ + 1,5 მლნ ბონუსების სახით). გადახდები ორი წლის განმავლობაში განხორციელდება, როგორც ეს გასულ კვირას გახდა ცნობილი. ბორნმუთი ასევე მიიღებს ფეხბურთელის მომავალი გაყიდვიდან 10%-ს.
სიტიმ ბორნმუთს გადახდის უფრო ხელსაყრელი პირობების მისაღებად ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხაზე [60 მლნ ფუნტი] მეტი შესთავაზა და თანხმობაც მიიღო. საბოლოოდ, სემენიოს გაყიდვა — ბორნმუთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამავალი ტრანსფერია.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სემენიომ 20 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.