ტოტენჰემის კაპიტანმა კრისტიან რომერომ ბორნმუთთან პრემიერ ლიგის მატჩში (2:3) მარცხის შემდეგ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.
ლონდონური კლუბი ამ ეტაპზე ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა — 21 მატჩში მოპოვებული აქვს 27 ქულა.
„ბოდიშს ვუხდი ჩვენს ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. რაც გუნდში ხდება, ამაზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვაკისრია — ამაში ეჭვი არ არსებობს. პირველ რიგში მეც. ვეცდებით, სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალოთ — როგორც ჩვენთვის, ისე კლუბისთვის.
ასეთ მომენტებში სხვა ადამიანებმაც უნდა ილაპარაკონ, მაგრამ ეს არ ხდება. ასე უკვე რამდენიმე წელია. ისინი მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა ყველაფერი კარგად მიდის, რათა ცოტა ტყუილი დაამატონ.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ერთად დავრჩებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მდგომარეობა შევცვალოთ. განსაკუთრებით ისეთ პერიოდებში, როგორიც ახლაა. საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, უფრო ბევრი მუშაობა და ერთად წინსვლა — ეს ფეხბურთის ნაწილია. ერთად ყველაფერი უფრო ადვილია“, — დაწერა კრისტიან რომერომ.