ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა არსენალთან პრემიერ ლიგის მატჩი (0:0) შეაფასა.
„ჩვენ ვაჩვენეთ — და, სხვათა შორის, ამ სეზონში ეს პირველად არ ხდება — რომ მნიშვნელოვან მატჩებში ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეგვიძლია ბრძოლა. თითქმის ყველა ძლიერ მეტოქესთან მოვახერხეთ შედეგის მიღწევა, ვის წინააღმდეგაც გვითამაშია, გამონაკლისი იყო მხოლოდ მანჩესტერ სიტი — იქ აშკარად გავიტანეთ გოლი, მაგრამ ერთადერთი ადამიანები, ვინც ამას არ დაეთანხმა, მსაჯი და VAR იყვნენ. ეს ერთადერთი მატჩია, რომელიც 0:3 დავთმეთ.
ყველა სხვა შეხვედრაში, ვფიქრობ, დავამტკიცეთ — მათ შორის არსენალთან სახლშიც და გასვლაზეც, რომ ნებისმიერ გუნდთან კონკურენცია შეგვიძლია.
მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ ჩამოვრჩებით 14 ქულით? ჩემთვის ესეც ცხადია — პრობლემები გვაქვს დაბალი ბლოკით მოთამაშე გუნდების გარღვევასთან.
ლივერპულისა და არსენალის ორივე მატჩში ორივე გუნდმა აჩვენა, რომ ძალიან ძლიერები და კონკურენტუნარიანები არიან.
ენფილდზე სტანდარტული მდგომარეობიდან გატანილი გოლის წყალობით მოვიგეთ. ამჯერად ასეთი მომენტი არ გვქონია, ამიტომ მატჩი 0:0 დასრულდა“, — თქვა არნე სლოტმა.