მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვოიცეხ შესნიმ იუვენტუსში და ბარსელონაში თამაშის სხვაობაზე ისაუბრა.
„არ შემიძლია ბედზე ვიწუწუნო. მადლიერი უნდა ვიყო იმისთვის, როგორც მეპყრობიან. ბარსაში თამაში მახარებს, იმიტომ რომ აქ ძალიან ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ - ეს კი სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე ხდებოდა ჩემს თავს.
არ მიყვარს შედარებები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ იუვენტუსში ყველაფერი შედეგის მიღწევაზე გადიოდა, ეს იყო მთავარი. აქ, ბარსაში, ბევრად დიდ სიამოვნებას იღებენ ფეხბურთის თამაშისგან და ეს გადამდებია. გასაკვირია იმის ყურება, როგორ უყურებს მილიონობით ადამიანი იმას, რა ხდება მოედანზე.
ალბათ, მალე დადგება ჩვენს მომავალზე დალაპარაკების დრო. მთავარია - ჩემი ფიზიკური კონდიციები და ენერგია მომავალ მატჩებზე გავამახვილო. რაც შეიძლება უკეთ უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, ჯერ 100%-ით მზად არ ვარ, ჩემი საუკეთესო ფორმა ჯერ კიდევ წინ არის." - აღნიშნა პოლონელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები