უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში დორტმუნდთან საპასუხო მატჩის წინ ბარსელონას მეკარე ვოიცეხ შესნიმ კომენტარი გააკეთა.
"მე აქ ტერ შტეგენის ჩასანაცვლებლად და ბარსას დასახმარებლად ვარ.
თუ ფლიკი გადაწყვეტს, რომ ტერ შტეგენს ენდოს, ამას პატივს ვცემ, ჩვენ დიდებული ურთიერთობა გვაქვს.
რამდენიმე თვის წინ პლაჟზე ვიყავი. როცა ბარსამ დამირეკა, ჩემს შვილთან ერთად გოლფს ვთამაშობდი და ახლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ.
კარიერის დასრულების შემდეგ ჩემთვის შეუძლებელი იყო დიდი ტიტულების მოგების ფიქრი, მაგრამ გამარჯვება მიყვარს და მინდა, რომ აქაც მოვიგო." - განაცხადა პოლონელმა.
დორტმუნდისა და ბარსელონას მატჩი 15 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი ბარსას გამარჯვებით 4-0 დასრულდა.