ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კინგსლი კომანი კარიერას ალ ნასრში გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ბაიერნი მოთამაშის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს.
კომანი ალ ნასრთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფრანგი ინიგო მარტინესისა და ჟოაო ფელიქსის შემდეგ ამბიციური პროექტის მორიგი დანამატი იქნება.
სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის ოფიციალური გაფორმება ამ კვირაში შედგება.
კომანი ბაიერნში 2015 წლიდან თამაშობდა, სადაც მიუნხენურ გუნდთან ერთად ბუნდესლიგის მოგება 9-ჯერ მოახერხა, 2020 წელს კი მისი გოლით ბაიერნმა პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა.