VIDEO: დიასმა გოლი ჟოტას მიუძღვნა - ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის სუპერ თასზე ერთმანეთს თასის მფლობელი შტუტგარტი და ბუნდესლიგის გამარჯვებული ბაიერნი დაუპირისპირდნენ.
მატჩი მიუნხენელთა გამარჯვებით 1-2 დასრულდა და ვინსენ კომპანის გუნდი სუპერ თასის მფლობელი გახდა.
შეხვედრაში ანგარიში ჰარი კეინმა მე-18 წუთზე გახსნა და ბაიერნს პირველი ტაიმი 0-1 მოაგებინა. 77-ე წუთზე ბაიერნში თავისი პირველი ოფიციალური გოლი ლუის დიასმა გაიტანა, რომელმაც გოლი დიოგუ ჟოტას სტილში აღნიშნა.
მატჩის კომპენსირებულ დროში ერთი ბურთი ჯეიმი ლეველინგმა გაქვითა, თუმცა შტუტგარტს დრო აღარ ეყო.