რობერტო მარტინესის შემცვლელი უკვე შერჩეულია.
ჟორჟე ჟეზუში პორტუგალიის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად ამ კვირაში ოფიციალურად დაინიშნება.
რობერტო მარტინესის წასვლის ოფიციალურად დადასტურებიდან სულ რამდენიმე საათში პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჟორჟე ჟეზუშთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც ის პორტუგალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იუწყება.
კონტრაქტი ოთხწლიანი იქნება და მწვრთნელს შესაძლებლობას მისცემს, ნაკრებს 2028 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უხელმძღვანელოს. ამ უკანასკნელს პორტუგალია ესპანეთსა და მაროკოსთან ერთად უმასპინძლებს.
ჟეზუშის პირველი დიდი გამოწვევა 2025 წელს მოგებული ერთა ლიგის ტიტულის დაცვა იქნება. პორტუგალია ჯგუფში უელსთან, ნორვეგიასა და დანიასთან ერთად იასპარეზებს.
71 წლის ჟორჟე ჟეზუში ეროვნულ ნაკრებს კარიერაში პირველად გაწვრთნის.