ანდრია ბართიშვილი კარიერას ლონდონის არსენალში გააგრძელებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, 17 წლის შემტევი ლონდონში 1 სექტემბერს სამედიცინო შემოწმებისთვის გაფრინდება.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ქართველი არსენალის მთავარ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
არსენალი ქართველი შემტევის ტრანსფერში 4.5 მილიონ ევროს გადაიხდის.
ანდრია ბართიშვილი ახალ კლუბს 2027 წლის ზაფხულში შეუერთდება - მხოლოდ მას შემდეგ, რაც 18 წლის გახდება.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის შემტევი ფოთის კოლხეთის საკუთრებაა და იბერია 1999-ში იჯარის წესით თამაშობს.