უეფას კონფერენს ლიგის წილისყრა შედგა.
წილისყრის შედეგად საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, იბერია 1999-ის, მეტოქეები გაირკვა:
ცრვენა ზვეზდა (სახლი)
კოპენჰაგენი (გასვლა)
ხეტაფე (სახლი)
სენტ-ტრუიდენი (გასვლა)
მიალბი (სახლი)
იაბლონეცი (გასვლა)
აღსანიშნავია, რომ იბერია 1999 ქართველ ფეხბურთელების გუნდებსაც დაუპირისპირდება. ესპანურ ხეტაფეში საბა საზონოვი თამაშობს, ჩეხურ იაბლონეცში კი - ვახტანგ ჭანტურიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქართული გუნდი ევროტურნირებზე 22-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.
კონფერენს ლიგის ფაზა 15 ოქტომბერს დაიწყება და 17 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ვის შეხვდებიან ქართველები ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე?