საქართველოს ჩემპიონმა იბერია 1999-მა წლევანდელი ევროტურნირები ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლით დაიწყო, შემდეგ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, საბოლოოდ კი კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის საგზური მოიპოვა.
22-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ, ქართული კლუბი კონკრეტული ევროტურნირის მთავარ ეტაპზე ითამაშებს.
იბერიელები კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში 6 თამაშს ჩაატარებენ (3-3 შინ და სტუმრად) და არსებობს რეალური შანსი, რომ ქართველ ფეხბურთელებსაც დაუპირისპირდნენ. აი, პოტენციური ქართველი მეტოქეები:
საბა საზონოვი (ხეტაფე; ესპანეთი);
ანრი მექვაბიშვილი (უნივერსიტატეა კრაიოვა; რუმინეთი);
ვახო ჭანტურიშვილი (იაბლონეცი; ჩეხეთი);
ანტონ თოლორდავა (კაუნო ჟალგირისი; ლიეტუვა);
ლევან თანდილაშვილი (ეგნატია; ალბანეთი).
კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის წილისყა 28 აგვისტოს გაიმართება, უშუალოდ ტურნირის მატჩები კი 15 ოქტომბერს დაიწყება და 17 დეკემბერს დასრულდება.
რომელ გუნდებს შეიძლება შეხვდეს იბერია ლიგის ფაზაში?