საქართველოს ჩემპიონმა იბერია 1999-მა წლევანდელი ევროტურნირები ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლით დაიწყო, შემდეგ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, საბოლოოდ კი კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის საგზური მოიპოვა.
22-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ, ქართული კლუბი კონკრეტული ევროტურნირის მთავარ ეტაპზე ითამაშებს.
კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში კვალიფიცირებისთვის, თბილისური გუნდის ანგარიშზე უეფა-სგან 3.17 მლნ ევრო ჩაირიცხება - ეს უშუალოდ ტურნირის ლიგის ფაზაში მოხვედრისთვის ფიქსირებული ბონუსია.
ლიგის ფაზაში თითოეული გამარჯვება 400 000 ევროდ ფასდება, ფრე - 133 000 ევროდ, დამატებით მისაღები თანხა კი ლიგის ფაზის საბოლოო ცხრილში დაკავებული ადგილის მიხედვით განისაზღვრება.
კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში იბერია 1999-ის მეტოქეები ხვალ, 28 აგვისტოს გასამართი წილისყრისას გაირკვევა.
რა მიზეზით გააუქმა იბერიამ პრესკონფერენცია?