VIDEO: აზერბაიჯანელების შემდეგ სომხებიც - არარატმა ისტორია გიჟური სცენარით გადაწერა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
არარატ-არმენიამ სომხური ფეხბურთის ისტორიაში ახალი დიდი ფურცელი ჩაწერა.
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში სომხურმა გრანდმა ანრი მექვაბიშვილის რუმინულ უნივერსიტატეა კრაიოვას დრამატული სცენარით მოუგო და ლიგის ფაზის საგზური მოიპოვა.
რუმინეთში ნათამაშები 1:1-ის შემდეგ, საპასუხო მატჩის 92-ე წუთზე (0:0-ზე) სომხებმა პენალტის შესრულების უფლება მიიღეს - სანდრო ლიმას მეკარემ აუღო, თუმცა ფეხბურთელები საჯარიმოში დარტყმამდე შევიდნენ და მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ხელახლა შესრულების ვერდიქტი გამოიტანა. ლიმას მეკარემ კიდევ ერთხელ აჯობა, მაგრამ ამჯერად დამატებაზე თავად ითამაშა და გაიტანა გოლი, რომლითაც სომხური ფეხბურთის ახალი ისტორია დაწერა.
არარატ-არმენია პირველი სომხური კლუბია, რომელმაც ევროპა ლიგის მთავარ ეტაპზე, ლიგის ფაზაში თამაშის უფლება მიიღო.
ერევნული კლუბის საბანკო ანგარიშზე ამისთვის უეფა-სგან 4.31 მლნ ევრო ჩაირიცხება - ეს უშუალოდ კვალიფიცირების გარანტირებული ფიქსირებული თანხაა.
ქვეყნის კიდევ ერთ გრანდ ნოას კონფერენს ლიგის მთავარ ეტაპზე ორჯერ აქვს ნათამაშები და ეს ორივე შემთხვევა ბოლო ორ სეზონში იყო.
აქვე დავამატოთ, რომ ანრი მექვაბიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.