იაგელონიასთან საპასუხო მატჩის 1:2 წაგების შემდეგ, იბერია 1999-ის პროტოკოლური პრესკონფერენცია გაუქმდა.
შეხვედრის დასრულებისას, როცა იაგელონიას ფეხბურთელები გამარჯვებას ფანების სექტორთან აღნიშნავდნენ, ერთ-ერთი პოლონელი გულშემატკივარი ტრიბუნიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, თუმცა სერიოზული სისხლდენის გამო, მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა აუცილებელი.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გულშემატკივარი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
იბერია 1999-ის პრესსამსახურის განმარტებით, კლუბის პროტოკოლური მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია სწორედ ამ მიზეზით გაუქმდა.
იბერიამ საქართველოს ევროპული მისია შეასრულა! - რომელი გუნდები ჩამოვლენ თბილისში?