საქართველოს ჩემპიონმა, იბერია 1999-მა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდი პოლონეთის 2024 წლის ჩემპიონ იაგელონია ბიალისტოკს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდა და, სტუმრად 0:4 მარცხის შემდეგ, შინ 1:2 წააგო.
ანგარიში დღევანდელ შეხვედრაშიც პოლონელებმა გახსნეს - ხესუს იმასმა პენალტიდან 31-ე წუთზე გაიტანა.
ჩვენებმა მეტოქეს სწრაფადვე უპასუხეს და 35-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ შეაგდო, მეორე ნახევრის შუაში, 70-ე წუთზე კი ანდერს კლინგემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
შედეგად, იბერიამ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა და სექტემბრიდან ტურნირის მთავარ ეტაპზე, ლიგის ფაზაში ითამაშებს.
ლიგის ფაზა 6-ტურიანია და იბერია შინ და სტუმრად, დიდი ალბათობით, 3-3 თამაშს ჩაატარებს. მეტოქეები ხვალ გასამართი წილისყრის შემდეგ გვეცოდინება.
დინამო თბილისის შემდეგ (2004-05 წ.), იბერია 1999 დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორე გუნდია, რომელიც ევროტურნირის ძირითად ეტაპზე გავიდა.