იაგელონიასთან ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის წინ, იბერია 1999-ის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.
"მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაცია მოვახდინოთ. ნახავდით, რომ ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია და ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით.
გუნდის მიზანია, ჩვენი ქომაგების წინ შეცდომები გამოვასწოროთ. ფეხბურთში სენსაციები არსებობს და უნდა გვჯეროდეს, რომ ეს შეგვიძლია", - აღნიშნა უკრაინელმა სპეციალისტმა.
საქართველოს ჩემპიონი პოლონეთში 0:4 დამარცხდა, დღეს კი იაგელონია ბიასტოკს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მასპინძლობს. თამაში 20:00 საათიდან დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს Silk უნივერსალი-ზე ვნახავთ.
წყვილში გამარჯვებული ევროპა ლიგის ლიგის ფაზის საგზურს მოიპოვებს, ხოლო დამარცხებული - კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის.
"მოედანზე მოვალეობის მოხდის მიზნით არ გავალთ" - ნაჭყებია იაგელონიასთან მატჩამდე