იაგელონიასთან ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის წინ, იბერია 1999-ის შემტევმა, ზვიად ნაჭყებიამ პრესკონფერენციაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
"სრული დატვირთვით ვვარჯიშობთ. მოედანზე მოვალეობის მოხდის მიზნით არ გავალთ, ჩვენი მიზანი ევროპა ლიგაზე გასვლაა. 4:0 დიდი ანგარიშია, მაგრამ ფეხბურთში მსგავსი სხვაობის აღმოფხვრის შემთხვევები არსებობს", - თქვა ნაჭყებიამ.
საქართველოს ჩემპიონი პოლონეთში 0:4 დამარცხდა, დღეს კი იაგელონია ბიასტოკს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მასპინძლობს. თამაში 20:00 საათიდან დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს Silk უნივერსალი-ზე ვნახავთ.
წყვილში გამარჯვებული ევროპა ლიგის ლიგის ფაზის საგზურს მოიპოვებს, ხოლო დამარცხებული - კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის.
"უნდა გვჯეროდეს, რომ ეს შეგვიძლია" - დემჩენკოს პრესკონფერენცია