მარიამ ბოლქვაძე US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა.
WTA-ის რეიტინგში 418-ე ადგილზე მყოფმა ქართველმა მსოფლიოს 218-ე ჩოგან რუს ალევტინა იბრაგიმოვას ორ სეტში დამაჯერებლად მოუგო - 6:4; 6:3.
ბოლქვაძემ 1 ეისი მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე ქულების 64% (42-დან 27) მოიგო, ხოლო მეორეზე - 57% (14-დან 8).
მარიამ ბოლქვაძე საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს და ძირითად ბადეში გასასვლელად ნიდერლანდელ ანუკ კოვერმანსს დაუპირისპირდება.
ურთულესი გამარჯვება - გორგოძე US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა