სტენ ვავრინკამ 2026 წლის US Open-ის კაცთა ერთეულთა თანრიგის ძირითად ბადეში მონაწილეობის უაილდ ქარდი მიიღო.
ეს ზუსტად 10 წლის შემდეგ მოხდა, რაც შვეიცარიელმა არტურ ეშის სტადიონზე ჩემპიონობის თასი აღმართა. პატრიკ კიპსონმა, რომელსაც მანამდე ძირითადი ბადის უაილდ ქარდი ჰქონდა მიღებული, ტრავმის გამო ტურნირიდან მოიხსნა.
ვავრინკა კარიერას 2026 წლის სეზონის შემდეგ დაასრულებს, ამიტომ 2016 წლის US Open-ის ჩემპიონი წლევანდელ ტურნირზე უკანასკნელ ოფიციალურ მატჩებს ჩაატარებს.
შვეიცარიელს გამორჩეული კარიერა აქვს, მან დიდი სლემის 3 ტიტული მოიგო. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ სამივე ფინალში მან „დიდი სამეულის“ წარმომადგენელი დაამარცხა:
2014 წლის ავსტრალიის ღია პირვლეობის ფინალში რაფაელ ნადალს აჯობა, ხოლო 2015 წლის როლან გაროსისა და 2016 წლის US Open-ის ფინალებში - ნოვაკ ჯოკოვიჩს.
ვავრინკამ ასევე როჯერ ფედერერთან ერთად 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე კაცთა წყვილთა თანრიგში ოქროს მედალი მოიპოვა.
„უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ 2026 წლის US Open-ის უაილდ ქარდი მივიღე და მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ ვითამაშო ნიუ იორკელი გულშემატკივრების წინაშე“, - განაცხადა ვავრინკამ.