VIDEO: ლეგენდების დაპირისპირება - ფედერერი US Open-ზე დაბრუნდა
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როჯერ ფედერერი US Open-ზე დაბრუნდა და დასამახსოვრებელ საჩვენებელ საღამოში მიიღო მონაწილეობა.
დიდი სლემის ტურნირების 20-გზის ჩემპიონს, რომელმაც პროფესიონალური ჩოგბურთის კარიერა 2022 წელს დაასრულა, არტურ ეშის სტადიონზე ფეხზე წამომდგარი გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ.
ფედერერი ყოფილ მეტოქე ენდი როდიკს ერთი სეტი ეთამაშა და შვეიცარიელმა 6:3 მოიგო. შემდეგ კი ფედერერი ჯონ მაკინროს შეუწყვილდა და წყვილთა შეხვედრაში ანდრე აგასისა და როდიკის დუეტი 7:5 დაამარცხა.
„ნიუ იორკში დაბრუნება შესანიშნავია. ეს წარმოუდგენელი გრძნობაა. ამ კორტთან, აქაურ გულშემატკივრებთან და ამ ქალაქთან საოცარი მოგონებები მაკავშირებს.
2004 და 2005 წლებში, სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი, სწორედ აქ შემიყვარდა ნიუ იორკი, აქ მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ“, - თქვა ფედერერმა, რომელმაც აშშ-ის დიდი სლემის ტურნირზე ბოლოს 2019 წელს იასპარეზა.