ეკო გორგოძემ US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებულად დაიწყო.
WTA-ის რეიტინგის 161-ე ნომერმა ქართველმა რეიტინგის 129-ე პოზიციაზე მყოფ პოლონელ კატარჟინა კავას რთულ შეხვედრაში აჯობა.
პირველი სეტი პოლონელმა დამაჯერებლად მოიგო და მეორეშიც ბრეიკით ორჯერ დაწინაურდა, თუმცა გორგოძემ საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა და იქ მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა. მესამე სეტში კი ქართველი გაცილებით უკეთესი იყო და თამაში 2 საათსა და 8 წუთში თავის სასარგებლოდ დაასრულა - 3:6; 7:6; 6:2.
ეკო საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში 33 წლის ბერძენ დესპინა პაპამიხაილს შეხვდება - რეიტინგის 188-ე ნომერია და პირველ წრეში, ბრაზილიელ ლაურა პიგოსისთან, 2 სეტში გაიმარჯვა.
გორგოძისა და პაპამიხაილის მატჩი 26 აგვისტოსაა ჩანიშნული - დრო დღევანდელი სათამაშო დღის დასრულების შემდეგ დაზუსტდება.
მარიამ ბოლქვაძის ამერიკულ ამბებს აქვე გაგილინკავთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი თავის პირველ შეხვედრას დღეს ჩაატარებს და სამხრეთ კორეელ ურეიტინგო სეონჩან ჰონს დაუპირისპირდება.
ბოლქვაძემ US Open-ის კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე რუსს მოუგო