MMA-ის ქართულმა ორგანიზაცია RKENA-მ გამორჩეული მებრძოლის დამატების შესახებ გამოაცხადა.
საუბარია ყაზახ ბეკზატ ალმახანზე, რომელმაც UFC-ში 4 დასამახსოვრებელი ბრძოლა ჩაატარა და შემდეგ ორგანიზაციამ გაათავისუფლა.
,,კეთილი იყოს შენი ფეხი RKENA-ში, ბეკზატ! გამორჩეული ყაზახი მებრძოლი RKENA-ს ოჯახის წევრი გახდა." - წერს ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი.
28 წლის ალმახანმა UFC-ში 4-დან 3 ბრძოლა წააგო, თუმცა ეს სტატისტიკა ბოლომდე არ ასახავს მის პოტენციალს, რადგან მის ,,უიღბლობაზეც" შეიძლება საუბარი.
ყაზახის დებიუტი UFC-ის სუპერმსუბუქ დივიზიონში 2024 წლის მარტში უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ შედგა. ბეკზატმა უმარი ნოკდაუნში ჩააგდო, თუმცა საბოლოოდ მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
2025 წლის მაისში ალმახანმა ბრედ კატონას ბრძოლა პირველივე რაუნდში დაუმთავრა, ნოემბერში კი ალექსანდრე თოფურიას შეხვდა და შეხვედრა გადაწყვეტილებით დათმო.
ამა წლის ივნისში კი ყაზახი ასევე გამორჩეულ ბრაზილიელ მებრძოლ ჟან მაცუმოტოს დაუპირისპირდა და მასთანაც მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ RKENA-მ უკვე 3 ღონისძიება ჩაატარა, მე-4 ღონისძიების ჩატარების თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.