იაგელონიასთან ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის წინ, იბერია 1999-ის შემადგენლობა ცნობილია.
იბერია (4-3-3): მაკარიძე - ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა - ალჰასანი, ქარდავა, დადიანი - ენდე, ნაჭყებია, სიხარულაშვილი.
საქართველოს ჩემპიონი პოლონეთში 0:4 დამარცხდა, დღეს კი იაგელონია ბიასტოკს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მასპინძლობს. თამაში 20:00 საათიდან დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს Silk უნივერსალი-ზე ვნახავთ.
წყვილში გამარჯვებული ევროპა ლიგის ლიგის ფაზის საგზურს მოიპოვებს, ხოლო დამარცხებული - კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის.