საქართველოს ჩემპიონმა იბერია 1999-მა წლევანდელი ევროტურნირები ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლით დაიწყო, შემდეგ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, საბოლოოდ კი კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის საგზური მოიპოვა.
22-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ, ქართული კლუბი კონკრეტული ევროტურნირის მთავარ ეტაპზე ითამაშებს.
იბერიელები კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში 6 თამაშს ჩაატარებენ (3-3 შინ და სტუმრად). კალათების მიხედვით, მათი სავარაუდო მეტოქეები ასეთია.
1-ლი კალათა - ატალანტა (იტალია); ბრაგა (პორტუგალია); აიაქსი (ნიდერლანდები); ფრაიბურგი (გერმანია); მონაკო (საფრანგეთი); კოპენჰაგენი (დანია).
მე-2 კალათა - მიდტიულანდი (დანია); გენტი (ბელგია); პანათინაიკოსი (საბერძნეთი); ცრვენა ზვეზდა (სერბეთი); პაფოსი (კვიპროსი); ბრაიტონი (ინგლისი).
მე-3 კალათა - ლუგანო (შვეიცარია); ხეტაფე (ესპანეთი); კუპსი (ფინეთი); ტვენტე (ნიდერლანდები); ლინკოლნი (გიბრალტარი); ბორაცი (ბოსნია).
მე-4 კალათა - სენტ-ტრუიდენი (ბელგია); ბრანი (ნორვეგია); ჰართსი (შოტლანდია); კაირათი (ყაზახეთი); ტრაბზონსპორი (თურქეთი); უნივერსიტატეა კრაიოვა (რუმინეთი).
მე-5 კალათა - რიგა (ლატვია); ჰაიდუკი (ხორვატია); იაბლონეცი (ჩეხეთი); ნორდსიელანდი (დანია); ორჰუსი (დანია); ინტერ კლუბ დესკალდესი (ანდორა).
მე-6 კალათა - თუნი (შვეიცარია); ცსკა სოფია (ბულგარეთი); კაუნო ჟალგირისი (ლიეტუვა); მიალბი (შვედეთი); ეგნატია (ალბანეთი); იბერია 1999 (საქართველო).
წილისყრა დაადგენს, თბილისური კლუბი თითოეული კალათიდან რომელ ერთ გუნდს შეხვდება.
ლიგის ფაზის წილისყა 28 აგვისტოს გაიმართება, უშუალოდ ტურნირის მატჩები კი 15 ოქტომბერს დაიწყება და 17 დეკემბერს დასრულდება.
რა თანხას მიიღებს იბერია უეფა-სგან კონფერენს ლიგაზე გასვლისთვის?