• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
თორნიკე კვარაცხელია და კიდევ 9 ტალანტი, რომელთაც მომავალ სეზონში თვალი უნდა ადევნოთ
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

თორნიკე კვარაცხელია და კიდევ 9 ტალანტი, რომელთაც მომავალ სეზონში თვალი უნდა ადევნოთ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მართალია ლამინ იამალს 19 წელი ახლახანს შეუსრულდა და ჯერ კიდევ რამდენიმე წელი ახალგაზრდა ტალანტის კრიტერიუმში ჩაჯდება, თუმცა ესპანელი უკვე მსოფლიო ფეხბურთის ამოსული ვარსკვლავია და აგერ უკვე ორი წელია ოქროს ბურთისთვისაც კი იბრძვის - დღევანდელ ათეულში იმ ახალგაზრდა ტალანტებზე მოგიყვებით, რომელთაც მომავალ სეზონში, ჩვენი აზრით, ყურადღებით უნდა დააკვირდეთ.



10. კენდრი პაეზი


19 წლის ეკვადორელი შემტევი ნახევარმცველი ლონდონის ჩელსის საკუთრებაა - პაეზმა წინა სეზონი სტრაზბურში გაატარა, ხოლო ამ ზაფხულს იჯარით რივერ პლეიტს მიაშურა. კენდრი უკვე სამი წელია ეკვადორის ნაკრების წევრია და ეროვნულ გუნდში 27 მატჩის გამართვაც მოასწრო, მათ შორის ერთის მუნდიალზე.



9. როდრიგო მორა


პორტუგალიის პრემიერ ლიგა რომ ტალანტების სამჭედლოა არახალი ამბავია - კიდევ ერთი პერსპექტიული ფეხბურთელი როდრიგო მორაა. პორტოს ყოფილ 19 წლის შემტევ ნახევარმცველზე რომაში დიდ იმედებს ამყარებენ - დედაქალაქურმა კლუბმა ახალგაზრდა პორტუგალიელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა.



8. ანდრია ბართიშვილი


დინამოს აკადემიის აღზრდილი კიდევ ერთი ტალანტი, აწ უკვე იბერია 1999-ის ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილია - 17 წლის შემტევი ნახევარმცველი გამორჩეულია ბურთთან ერთად თამაშით, ბრწყინვალე ტექნიკითა და მოედნის ხედვით. იბერია კი სწორედ ისეთი გუნდია, სადაც ახალგაზრდა ტალანტს განვითარება შეუძლია - ბართიშვილს კი წინ კონფერენს ლიგის ევროპული საღამოები ელის.



7. მაქს დოუმენი


არსენალის აკადემიის აღზრდილი 16 წლის გარემარბი პრემიერლიგაში თავისი მეორე სეზონისთვის ემზადება - გასულ სეზონში ინგლისელმა პრემიერ ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის შესრულებაც მოასწრო - დოუმენმა გულშემატკივარს თავი ევერტონის კარში გატანილი გოლით დაამახსოვრა.


6. იბრაჰიმ მბაიე 


18 წლის სენეგელელი იბრაჰიმ მბაიე პარი სენ-ჟერმენის აკადემიის აღზრდილია და წინა სეზონში პირველ გუნდშიც არაერთი შანსი მიეცა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე - ლიგა ერთში ჩატარებული 24 მატჩიდან სენეგალელმა 10 ძირითადიდან დაიწყო და 5 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 2 ასისტი). მბაიემ მუნდიალზეც გამოიჩინა თავი - სენეგალელმა საფრანგეთის ნაკრებს გაუტანა.



5. ლუკა ვუშკოვიჩი 


19 წლის ლუკა ვუშკოვიჩმა უკვე არაერთი სეზონი ჩაატარა უმაღლეს დონეზე და ბრაიტონში მისი 54 მილიონ ევროიანი ტრანსფერიც ამის კარგი დასტურია. ტოტენჰემმა ხორვატი ჰაიდუკ სპლიტიდან 11 მილიონ ევროდ შეიძინა და ერთი წლით ჰამბურგში გაანათხოვრა - მარკოს სენესისა და ჟან პოლ ვან ჰეკეს ყიდვის შემდეგ კი ცენტრალური მცველი ბრაიტონში გაყიდა.



4. კარლოს ესპი


ლევანტეს აკადემიის აღზრდილი 21 წლის კარლოს ესპი მადრიდში 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და საოცნებო დებიუტიც მოიწყო - ჟოზე მოურინიოს “პირველ” მატჩში ესპანელმა ესპანიოლს 90-ე წუთზე გაუტანა და რეალს სამი ქულა მოუტანა. გასულ სეზონში ესპიმ ლევანტეს რიგებში 27 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა - ცენტრ-ფორვარდმა ლა ლიგაში მხოლოდ 13 მატჩი დაიწყო ძირითადიდან და 11 გოლი გაიტანა. 



3. თორნიკე კვარაცხელია


თორნიკე კვარაცხელია ის იშვითი გამონაკლისი დედმამიშვილია, რომლის მიმართ არსებული ყურადღება მთლიანად დამსახურებულია და დიდი ძმის “ბრალეულობა” ნამდვილად არაა - დინამოს აკადემიის აღზრდილი და უკვე მთავარი გუნდის წევრი 16 წლის შემტევი დიდი ძმის მსგავსად მარცხენა გარემარბია - კვარაცხელიას ბურთთან ერთად თამაში, ტექნიკა და მოედნის ხედვა ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ თორნიკეც შეძლებს დიდი ფეხბურთის თამაშს.



2. მიკა გოდსტი 
გასული სეზონის ერედივიზიეს აღმოჩენა ნამდვილად ბელგიელი მიკა გოდსტი იყო - 21 წლის გარემარბმა ნიდერლანდების ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, სადაც 17 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ახალი სეზონიდან ბელგიელი ხვიჩა კვარაცხელია გუნდელი და კონკურენტია - პარი სენ-ჟერმენმა აიაქს გოდსტის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაუხადა.



1. აიუბ ბუადი


გასული მუნდიალის კიდევ ერთი აღმოჩენა 18 წლის ნახევარმცველი აიუბ ბუადია - საფრანგეთში დაბადებული მაროკოელი საფეხბურთო კლუბ კრეილის აღზრდილია, თუმცა წლები ლილის ახალგაზრდულ გუნდებში ირიცხებოდა, ბოლო სეზონებში კი ძირითადი გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრი იყო. მუნდიალზე ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ აიუბ ბუადი მანჩესტერ სიტის 95 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.




ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ანდრია ბართიშვილი
თორნიკე კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რომელი კლუბები მუშაობენ ბართიშვილის ტრანსფერზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელი კლუბები მუშაობენ ბართიშვილის ტრანსფერზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"სულ უფრო და უფრო უმატებს" - ქეცბაიამ თორნიკე კვარაცხელიაზე ისაუბრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"სულ უფრო და უფრო უმატებს" - ქეცბაიამ თორნიკე კვარაცხელიაზე ისაუბრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ხვიჩაზე ნაკლები არაა" - რა თქვა ქეცბაიამ თორნიკე კვარაცხელიაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ხვიჩაზე ნაკლები არაა" - რა თქვა ქეცბაიამ თორნიკე კვარაცხელიაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისურმა გრანდმა ანდრია ბართიშვილს შეთავაზება გაუკეთა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისურმა გრანდმა ანდრია ბართიშვილს შეთავაზება გაუკეთა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 ივნ, 2026

რომელი კლუბები მუშაობენ ბართიშვილის ტრანსფერზე?

News image

16 ივლ, 2026

"სულ უფრო და უფრო უმატებს" - ქეცბაიამ თორნიკე კვარაცხელიაზე ისაუბრა

News image

23 ივლ, 2026

"ხვიჩაზე ნაკლები არაა" - რა თქვა ქეცბაიამ თორნიკე კვარაცხელიაზე

News image

20 აგვ, 2026

ინგლისურმა გრანდმა ანდრია ბართიშვილს შეთავაზება გაუკეთა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება