• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
"ხვიჩაზე ნაკლები არაა" - რა თქვა ქეცბაიამ თორნიკე კვარაცხელიაზე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"ხვიჩაზე ნაკლები არაა" - რა თქვა ქეცბაიამ თორნიკე კვარაცხელიაზე

23 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ჟალგირის ვილნიუსთან 3:0 გამარჯვების შემდეგ, თორნიკე კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

"მეტოქეებს მისი შეჩერება უჭირდათ და ჯარიმებსაც ამიტომ იღებდნენ, ბევრი პრობლემა შეუქმნა. არაერთხელ ჩაარტყეს, წააქციეს, თუმცა ამას უნდა შეეჩვიოს, ეს ბავშვების ფეხბურთი აღარაა, დიდების თამაშია.

ჯერ კიდევ 16 წლისაა, 60 წუთის განმავლობაში საუკეთესო იყო, 90 წუთის სათამაშოდ კი ბოლომდე მზად არაა. საერთო ჯამში, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ.

კარგი ისაა, რომ უყვარს შრომა როგორც ვარჯიშებზე, ისე მატჩებისას. პირველივე დღიდან გვიჩვენებს, რა ნიჭი აქვს და რა ფეხბურთის თამაში შეუძლია. ხვიჩაზე ნაკლები არ არის. მთელი ცხოვრება წინ აქვს. იმედია, ამ ავანსებს გაამართლებს, ჯერ ჩვენ დაგვეხმარება და შემდეგ დიდ გუნდში, დიდ დონეზე გააგრძელებს თამაშს", - თქვა ქეცბაიამ.

16 წლისა და 166 დღის ასაკში, თორნიკე კვარაცხელია, ევროტურნირების ეგიდით, სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა და ჟალგირის ვილნიუსის წინააღმდეგ 68 წუთი გაატარა მოედანზე - აქტიური იყო, თამაშს ამწვავებდა, რამდენიმე ჩვეული დრიბლინგიც ჰქონდა, მეტოქეს ყვითელი ბარათიც მიაღებინა და ასისტამდე ცოტა დააკლდა.

დინამო თბილისი 3:0 გამარჯვების შემდეგ, ჟალგირის ვილნიუსს ლიეტუვაში, 30 ივლისს შეხვდება. იქამდე, 26 ივლისს, დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის მატჩია - ლანჩხუთში, იქაური გურიას წინააღმდეგ.

დინამოსა და ჟალგირისს შორის გამარჯვებული, კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, კვიპროსულ პაფოსს ან ხორვატულ ჰაიდუკს დაუპირისპირდება.


"ბიჭებმა კარგი ფეხბურთი და სანახაობა აჩვენეს" - ქეცბაია ჟალგირისთან გამარჯვების შემდეგ

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

დინამო თბილისი
ქეცბაია
კონფერენს ლიგა
საქართველო
თორნიკე კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: აპოლოს დრამატული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე

•ქართული

ქართული

VIDEO: აპოლოს დრამატული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე
•ქართული

ქართული

,,დიდი საფეხბურთო ქვეყნებისთვის რთულია ამის გაგება" - კვარა ოქროს ბურთზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,დიდი საფეხბურთო ქვეყნებისთვის რთულია ამის გაგება" - კვარა ოქროს ბურთზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრიუმფი ბულგარეთში - სანდრო ბაზაძე ჩემპიონია!

•ქართული

ქართული

ტრიუმფი ბულგარეთში - სანდრო ბაზაძე ჩემპიონია!
•ქართული

ქართული

ერთა ლიგა, U21 ევროს შესარჩევში, თოკო რეალთან - ქართველების კვირა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერთა ლიგა, U21 ევროს შესარჩევში, თოკო რეალთან - ქართველების კვირა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 სექ, 2026

VIDEO: აპოლოს დრამატული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე

News image

21 სთ წინ

,,დიდი საფეხბურთო ქვეყნებისთვის რთულია ამის გაგება" - კვარა ოქროს ბურთზე

News image

20 სთ წინ

ტრიუმფი ბულგარეთში - სანდრო ბაზაძე ჩემპიონია!

News image

3 სთ წინ

ერთა ლიგა, U21 ევროს შესარჩევში, თოკო რეალთან - ქართველების კვირა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება