დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ თორნიკე კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
"ვარჯიშებზე სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. 2 თვეა, რაც დინამოში ვარ და თვე-ნახევარია, რაც ის პირველ გუნდთან ერთად ემზადება. თამაშებზეც ხედავთ, რომ პროგრესირებს. დღესაც კარგად შემოვიდა, თამაში გაამწვავა და პენალტიც მოიპოვა.
ძირითადშიც რომ დავაყენო, არ მგონია, სხვებზე ნაკლებად ითამაშოს, თუმცა თავისი დრო ეძლევა და ეფექტიანად იყენებს. ვფიქრობ, სასტარტოში სათამაშოდ ჯერ თავად არაა მზად", - თქვა ქეცბაიამ.
თორნიკე კვარაცხელია მონდორფთან მატჩისას მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა, 9 წუთში პენალტი გამოიმუშავა და რამდენიმე კარგი გარღვევა შეასრულა. 16 წლის ფეხბურთელს მთავარ გუნდში დებიუტი სწორედ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჰქონდა, მას შემდეგ მე-7 თამაშში მიიღო მონაწილეობა.
"ასეთი თამაშით, მომდევნო ეტაპზე გაგვიჭირდება" - ქეცბაია მონდორფთან მატჩის შემდეგ