VIDEO: კერესელიძის 9 სეივი - დილა სან მარინოში დამარცხდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზეა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დილა გორმა კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია.
სან მარინოს კლუბ ვირტუსთან გორში 3:1 გამარჯვების შემდეგ, გორელებმა გასვლითი მატჩი 0:1 წააგეს და შემდეგი ეტაპის საგზური ასე მოიპოვეს.
55-ე წუთიდან, ბლენკსონ ანოფის გაძევების გამო, დილა 10 კაცით თამაშობდა, მეტოქემ კი ერთადერთი გოლი 92-ე წუთზე გაიტანა. საერთოდ, ვირტუსს მთელი შეხვედრის განმავლობაში მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა და არაერთი მომენტი შექმნა - დავით კერესელიძემ 9 სეივი შეასრულა.
საბოლოოდ, შიდა ქართლურმა კლუბმა 3:2 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე კვიპროსულ აპოლონს შეხვდება. პირველი თამაში გორშია (23 ივლისს), ხოლო საპასუხო - კვიპროსზე (30 ივლისს).