ტორპედო ქუთაისი, კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, აზერბაიჯანულ ზირასთან ორ მატჩში 0:6 დამარცხდა.
ქუთაისში გამართული საპასუხო შეხვედრისას, გულშემატკივრები კლუბისა და მისი წევრების მიმართ პროტესტს ემოციურად გამოხატავდნენ, ერთ-ერთ ეპიზოდში კი კაპიტან ვლადიმერ მამუჩაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფეხბურთელმა მისი მისამართით გამოთქმული უწმაწური სიტყვები გაიგონა, წყობიდან გამოვიდა და ფანებს თავადაც სიტყვიერად და ჟესტებით დაუპირისპირდა. საბოლოოდ, მოედნიდან ტორპედოს სტაფის წევრებმა გაიყვანეს, რათა ინციდენტს კიდევ უფრო მასშტაბური სახე არ მიეღო.
ტორპედო ქუთაისმა აზერბაიჯანში 0:3 წააგო და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზეც ამავე ანგარიშით განადგურდა.
ფოტო: ტორპედო ქუთაისი
VIDEO: ქუთაისშიც დიდი ანგარიშით - ტორპედო ზირასთან ორ მატჩში 0:6 განადგურდა