ჯედ სპენსი კარიერას ინტერში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტოტენჰემთან ინგლისელი მარჯვენა ფლანგის მცველის ტრანსფერზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ტრანსფერის ღირებულება 31.5 მილიონი ევრო იქნება. სრული შეთანხმება მიღწეულია თავად სპენსთანაც, რომელსაც, როგორც ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, ინტერში გადასვლა სურდა.
ასე რომ, მხარეებს შორის გარიგება საბოლოოდ შეთანხმებულია და ინგლისის ნაკრების მცველი იტალიის სერია ა-ში ითამაშებს.
ინტერს ტოტენჰემის კიდევ ერთი მცველის, კრისტიან რომეროს დამატება სურდა, თუმცა თავად არგენტინელ მცველთან შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა.