ბარსელონამ ლა ლიგაში გამარჯვებების სერია გააგრძელა.
ჰანსი ფლიკის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში ოსასუნა 2:1 დაამარცხა და ლა ლიგაში ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა.
უკანასკნელად პრიმერა დივიზიონში კატალონიელთა გაჩერება ჟირონამ მოახერხა, რომელმაც 17 თებერვალს ფლიკის გუნდს 2:1 მოუგო.
შემდეგ ტურში, 10 მაისს, ბარსელონა საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალს უმასპინძლებს.
ამ წუთისთვის ბლაუგრანა ცხრილს 88 ქულით ლიდერობს და თუ რეალი ამ ტურში ესპანიოლს ვერ დაამარცხებს, ჩემპიონობას ოფიციალურად, ნაადრევად გაინაღდებს.