VIDEO: მორიგი გამარჯვება - ბარსელონა შესაძლოა ამ ტურშივე გაჩემპიონდეს
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 34-ე ტურში ბარსელონამ სტუმრად ოსასუნა დაამარცხა.
ესტადიონ ელ სადარზე გამართული მატჩი ბარსას გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
სამივე გოლი მაყურებელმა ბოლო 10 წუთში იხილა - ლევანდოვსკიმ ბარსა 81-ზე დააწინაურა, 86-ზე ფერან ტორესმა სხვაობა ორამდე გაზარდა, მატჩის მიწურულს კი რაულ გარსიამ ერთი ბურთი გაქვითა, რამაც პამპლონური გუნდი მარცხისგან მაინც ვეღარ იხსნა.
ბარსამ 88 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარ რეალს 14 ქულით უსწრებს. თუ უკვე დღეს, 3 მაისს, რეალი სტუმრად ესპანიოლს ვერ მოუგებს, ბარსა ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.