• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
შოტლანდიის მწვრთნელის მოულოდნელი წასვლა
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

შოტლანდიის მწვრთნელის მოულოდნელი წასვლა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სტივ კლარკმა შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.


გადადგომის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ოფიციალური, რაც შოტლანდიის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნა საბოლოოდ დადასტურდა. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ტურნირის დაწყებამდე კლარკმა შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა.

62 წლის სპეციალისტი შოტლანდიის ნაკრებს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა და შვიდწლიანი მუშაობის განმავლობაში ის ქვეყნის ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად ჩამოყალიბდა. მისი ხელმძღვანელობით შოტლანდიამ 2021 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზა, ხოლო 2026 წლის მუნდიალი შოტლანდიისთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო 1998 წლის შემდეგ.


მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული ტურნირი გუნდისთვის ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა, შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ კლარკს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც მან ნაკრებში შვიდი წლის განმავლობაში დაამკვიდრა.

სტივ კლარკმა გულშემატკივრებისადმი გაგზავნილ ღია წერილში მადლობა გადაუხადა თავის ფეხბურთელებს და აღნიშნა, რომ მათთან ერთად შეძენილი მოგონებები მისთვის ძალიან ემოციურია. შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, იან მაქსველმა ხაზი გაუსვა, რომ კლარკმა სრულად შეასრულა თავისი მისია - დაებრუნებინა შოტლანდია დიდ საფეხბურთო ტურნირებზე.


ამჟამად ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესს იწყებს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი
scotland
შოტლანდიის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ხორვატიამ მოიგო - L ჯგუფის საბოლოო განლაგება

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ხორვატიამ მოიგო - L ჯგუფის საბოლოო განლაგება
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მოდრიჩმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მოდრიჩმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

1/4 ფინალში მესი-რონალდუ არ შედგება - პორტუგალია ბადის რთულ ნაწილში მოხვდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

1/4 ფინალში მესი-რონალდუ არ შედგება - პორტუგალია ბადის რთულ ნაწილში მოხვდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ტურნირი თავიდან იწყება“ - ტუხელი პლეი-ოფის მოლოდინში

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ტურნირი თავიდან იწყება“ - ტუხელი პლეი-ოფის მოლოდინში
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

3 სთ წინ

ხორვატიამ მოიგო - L ჯგუფის საბოლოო განლაგება

News image

3 სთ წინ

მოდრიჩმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

News image

2 სთ წინ

1/4 ფინალში მესი-რონალდუ არ შედგება - პორტუგალია ბადის რთულ ნაწილში მოხვდა

News image

2 სთ წინ

„ტურნირი თავიდან იწყება“ - ტუხელი პლეი-ოფის მოლოდინში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება