ვირჯილ ვან დაიკის თქმით, ის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურებას არ აპირებს.
აპირებთ თუ არა შვებულებაში ჩემპიონთა ლიგის ფინალის, პსჟ - ინტერის ყურებას 31 მაისს?
არა, ერთმნიშვნელოვნად არა. მინდა შვებულებით ვისიამოვნო (იცინის).
გყავთ თუ არა ფავორიტი ამ დაპირისპირებაში?
არა, არამგონია. პსჟ-ს ახლახანს ვეთამაშე და როგორც ვთქვი, მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.
რაც შეეხება ინტერს, ჩვენი გზები წარსულში გადაკვეთილა და ამ გუნდიდან ორ ფეხბურთელს ვიცნობ კარგად - ჩემს თანამემამულეებს დუმფრისს და დე ვრეიის.
ალბათ, ინტერი უფრო გამოცდილია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სულ ახლახანს ფინალში უკვე ითამაშა." - აღნიშნა ნიდერლანდელმა.