ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა.
„ჩემთვის ეს სამსახური შედარებით ახალია. არასდროს არ შემეძლო წაგებებთან შეგუება და გამკლავება, ყოველთვის ძალიან მტკიოდა. ასეთ დროს თუ არ გტკივა, ესეიგი მკვდარი ხარ და ვერაფერს გრძნობ.
კარგია, რომ შემდეგ რეალთან საუცხოო თამაში ჩავატარეთ, ეს მატჩი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ყველაზე მეტად ფეხბურთელების რეაქცია მომეწონა. ყველა გულდაწყვეტილი და გაბრაზებული იყო, მაგრამ იმავე დღეს ამ პატარა ბიჭუნებმა თქვეს, რომ დაბრუნდებიან, რაც შესანიშნავია.
ესეიგი, ტკივილი ჯერ კიდევ არის, მაგრამ არის ასევე სურვილიც, რაც იმედის მომცემია." - აღნიშნა პორტუგალიელმა.