ჰანსი ფლიკმა რეალთან ამ სეზონში 4-დან 4 გამარჯვებაზე ისაუბრა.
„ძალიან გახარებული ვარ ქომაგების და კლუბის გამო იმით, თუ როგორ ჩავატარეთ ეს ბოლო ელ კლასიკო, სადაც ვაგებდით და გათანაბრება მოგვიწია, მაგარი იყო.
ისინი ჩვენს ნახევარზე ბურთს ზედიზედ 24 წუთის განმავლობაში ვერ ეხებოდნენ, რაც ჩვენი სტრუქტურის და პრესინგის დამსახურება იყო. ფანტასტიკაა, შეგვიძლია ამით ვიამაყოთ.
მიხარია, იმიტომ რომ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქომაგებისთვის. არა, წიგნის დაწერას არ ვაპირებ. ერთხელ უკვე გავაკეთე ეს და საკმარისია.
მთელი ჩემი ენერგია ბარსაზეა მიმართული, მომწონს ამ კლუბში მუშაობა. საკუთარ გუნდზე ვარ კონცენტრირებული და სხვებზე არ ვფიქრობ." - აღნიშნა ფლიკმა,