რაფინიამ ბარსელონაში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა.
გასულ ზაფხულს ბრაზილიელს საუდის არაბეთმა დიდი ფული შესთავაზა.
„ბარსაში ფლიკის დამსახურებით დავრჩი. მან მითხრა, რომ მის გეგმებში მნიშვნელოვანი როლი მაკისრია. ჰანსი თავის ფეხბურთელებზე სულ ზრუნავს. მისი ადამიანური მხარე, მისი ზრუნვა... მას სულ გამარჯვება სურს.
ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გუნდის კაპიტნად ამირჩიეს. აქ ყოფნა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, კაპიტნის სამკლაურმა კი ეს ყველაფერი კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა." - აღნიშნა ბარსელონას ვინგერმა.