ჰანსი ფლიკმა ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა.
გერმანელ სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა და მხარეებმა ერთი წლით გახანგრძლივებაზე მოილაპარაკეს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს ყველანაირი დეტალი შეთანხმებული აქვთ და უახლოეს პერიოდში, ფლიკი საბუთებს თავის ხელმოწერას დაასვამს.
მოსალოდნელია, რომ ბარსა ფლიკის 2027 წლამდე დარჩენას ოფიციალურად ამ თვის ბოლომდე დაადასტურებს.