ვოიცეხ შესნიმ დაადასტურა, რომ ბარსელონამ ახალი კონტრაქტი შესთავაზა.
ფეხბურთელმა გასულ ზაფხულს კარიერა დაასრულა, სექტემბერში კი ბარსელონამ მარკ ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის გამო დაურეკა და პოლონელმა ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა.
კლუბი მისით იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
„კლუბისგან 2-წლიანი კონტრაქტის შემოთავაზება მივიღე. თუმცა, ოჯახთან ერთად უნდა გადავწყვიტო, ჩემთვის საუკეთესო რა იქნება." - აღნიშნა შესნიმ.