ლივერპული ლევერკუზენის ბაიერის მარჯვენა მცველის, ჯერემი ფრიმპონგის ტრანსფერზე მუშაობს.
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მოლაპარაკებები კლუბებს შორის განვითარებულ ეტაპზე იმყოფება.
მერსისაიდელები ფრიმპონგს ტრენტ ალექსანდრ არნოლდის საუკეთესო შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
თავად ფრიმპონგი მზად არის ზაფხულში ლევერკუზენიდან წასასვლელად. 24 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 35-40 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.